ურთიერთშეთანხმების საფუძველზე – „გაგრა“ კიდევ სამმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT

09:29, 05.07.2022

„გაგრა“ კიდევ რამდენიმე მოთამაშემ დატოვა – გუნდის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნული ლიგის კლუბმა ხელშეკრულება სამ მოთამაშესთან გაწყვიტა.

„თემურ ჩოგაძემ, მათე კვირკვიამ და ვალერი ოლხოვმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „გაგრა“ დატოვეს. გვინდა მადლობა გადავუხადოთ გვერდში დგომისთვის და წარმატება ვუსურვოთ“, – წერია „გაგრას“ გავრცელებულ ცნობაში.

„გაგრა“ ბოლო ორ კვირაში ხუთ მნიშვნელოვან მოთამაშეს შეეძლია – მანამდე კლუბი საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ და თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ დატოვეს. პირველი ბაქოს „ნეფთჩიში“ გადავიდა, ხოლო ვაწაძე ჩემპიონთა ლიგაზე ბათუმის „დინამოს“ დაეხმარება.

გუნდმა ამ პერიოდში მხოლოდ ორი მოთამაშე დაიმატა და ორივე „დინამო თბილისიდან“ – ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე და თავდამსხმელი გიორგი გვიშიანი.

მსგავსი