ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისია გააკეთებს ყველაფერს, რათა ევროკავშირის კანონის უზენაესობა უზრუნველყოს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისია გააკეთებს ყველაფერს, რათა ევროკავშირის კანონის უზენაესობა უზრუნველყოს

ევროკომისია გააკეთებს ყველაფერს, რათა ევროკავშირის კანონის უზენაესობა უზრუნველყოს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონზე მაღლა დგას. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის კანონი ეროვნულ კანონმდებლობაზე უზენაესია, მათ შორის კონსტიტუციურ დებულებებზეც და ევროკომისია გამოიყენებს ყველა უფლებამოსილებას ამის უზრუნველსაყოფად.

მისი თქმით, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, მათ შორის ეროვნული სასამართლოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის მაისის თვეში, მხარი დაუჭირა ჩეხეთის სარჩელს პოლონეთში მდებარე ტუროვოს ქვანახშირის მაღაროზე სამუშაოების შეჩერების შესახებ, ხოლო სექტემბერში სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებისთვის პოლონეთს ყოველდღიურად 500 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

დატოვე კომენტარი