ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკომისია 53 მილიონი ევროს მობილიზაციას მოახდენს, რათა ბელარუს ხალხს დავეხმაროთ

18:23, 19.08.2020
European Commission President Ursula von der Leyen speaks during a press statement at the Berlaymont building in Brussels on March 10, 2020. (Photo by Kenzo TRIBOUILLARD / AFP) (Photo by KENZO TRIBOUILLARD/AFP via Getty Images)

European Commission President Ursula von der Leyen speaks during a press statement at the Berlaymont building in Brussels on March 10, 2020. (Photo by Kenzo TRIBOUILLARD / AFP) (Photo by KENZO TRIBOUILLARD/AFP via Getty Images)

ევროკომისია 53 მილიონი ევროს მობილიზაციას მოახდენს, რათა ბელარუს ხალხს დავეხმაროთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა დღეს ბელარუსი ხალხის გვერდით დგას.

„ბელარუს ხალხს ცვლილებები ახლა სურს. შთაგონებული ვართ ბელარუსი ხალხის სიმამაცით. ისინი უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას ითხოვენ. მათ სურთ დემოკრატია და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. დღეს ჩვენ მათი მისამართით სამი მკაფიო გზავნილი გავაჟღერეთ. ჩვენ ბელარუსი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელსაც დემოკრატია სურს. ჩვენ სანქციებს დავუწესებთ ძალადობასა და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე პასუხიმგებელ პირებს. ბელარუსი ხალხი ქუჩაში მშვიდობიანად გავიდა და ხელისუფლებამ მათ ძალადობით უპასუხა. ეს მიუღებელია. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ ბელარუსს საკმაოდ დიდი დახმარება გავუწიეთ, მაგრამ ეს ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ევროკომისია 53 მილიონი ევროს მობილიზაციას მოახდენს, რათა დავეხმაროთ ბელარუს ხალხს ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი