ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩემი ფიქრები ბრიუსელში საშინელი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებთანაა, ერთად ვდგავართ ტერორის წინააღმდეგ
ბრიუსელში მომხდარ სროლას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ეხმაურება.
„ჩემი ფიქრები ამაღამ ბრიუსელში საშინელი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებთანაა. მე გულწრფელად ვუჭერ მხარს ბელგიის პოლიციას, რომ სწრაფად დააკავონ დამნაშავე. ჩვენ ერთად ვდგავართ ტერორის წინააღმდეგ“, – წერს ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“.
ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე სამძიმარს უცხადებს შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტენსონს.
ბრიუსელში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თავდასხმის შემდეგ ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის დონე ოთხამდე, უმაღლეს დონემდე გაიზარდა. პროკურორები სროლას ტერორიზმად განიხილავენ. ამასთან, ბელგიის პრემიერის ცნობით, სროლის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი შვედეთის მოქალაქეები არიან.