ბელგიის პრემიერის ცნობით, ბრიუსელში სროლის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი შვედეთის მოქალაქეები არიან
ბელგიის პრემიერის ცნობით, ბრიუსელში სროლის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი შვედეთის მოქალაქეები არიან

ბრიუსელში სროლის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი შვედეთის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ განაცხადა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი შვედეთის პრემიერს მომხდარის გამო სამძიმარს უცხადებს.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ შვედეთის პრემიერ-მინისტრს ამ ღამით ბრიუსელში შვედეთის მოქალაქეებზე განხორციელებული შემზარავი თავდასხმის გამო. ჩვენი ფიქრები იმ ოჯახებთან და მეგობრებთანაა, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები. როგორც ახლო პარტნიორები, ტერორიზმთან ბრძოლა არის ერთობლივი“, – წერს ალექსანდრ დე კრო.

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე მიმალვაშია. როგორც „ბიბისი“ ბრიუსელის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, სროლას ტერორიზმად განიხილავენ. თავდასხმის შემდეგ ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის დონე ოთხამდე, უმაღლეს დონემდე გაიზარდა. ხოლო, უეფა-ს ინფორმაციით, მიმდინარე „ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბელგია-შვედეთის საფეხბურთო მატჩი შეწყდა.