უნგრეთის პრეზიდენტმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო [ვიდეო]
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრეზიდენტმა, იანოშ ადერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
იანოშ ადერმა გმირთა მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია სულავასთან ერთად იმყოფებოდა.