უნგრეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარს კეტავს, ასევე, სასურსათოების გარდა, ქვეყანაში ყველა მაღაზია დაიხურება

16:28, 16.03.2020

უნგრეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარს კეტავს. ამის შესახებ განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააკეთა. ქვეყანაში შესვლის უფლება მხოლოდ უნგრეთის მოქალაქეებს ექნებათ.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, აიკრძალება კულტურული ღონისძიებების გამართვა. რესტორნები და კაფეები კი, 15:00 საათამდე იმუშავებს. სასურსათოების გარდა, ყველა მაღაზია დაიხურება.

ორბანმა ასევე მოუწოდა 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს,  დარჩნენ სახლებში და ქუჩაში გასვლას მოერიდონ.

„მომდევნო თვეებში ცხოვრება ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო“, – განაცხადა ორბანმა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია ეკონომიკური პრობლემები, თუმცა მთავრობა კორონავირუსის შედეგების აღმოსაფხვრელ ზომებზე მუშაობს.

უნგრეთში ახალი კორონავირუსი 32 ადამიანს დაუდგინეს. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ერთი დაიღუპა.

მსგავსი