უნგრეთი ევროკავშირის მიერ რეკომენდებული 15 ქვეყნიდან საზღვარს მხოლოდ სერბეთს გაუხსნის
უნგრეთი ევროკავშირის მიერ რეკომენდებული 15 ქვეყნიდან საზღვარს მხოლოდ სერბეთს გაუხსნის

უნგრეთი ევროკავშირის მიერ რეკომენდებული 15 ქვეყნიდან საზღვრებს მხოლოდ სერბეთს გაუხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, ამ ეტაპზე საზღვრების გახსნა ქვეყნის ჯანდაცვის ინტერესების წინააღდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მისივე თქმით, 15 ქვეყნიდან ერთადერთი გამონაკლისი იქნება სერბეთი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

დატოვე კომენტარი