პრიმერა დივიზიონის კლუბმა „ვილიარეალმა“ მთავარ მწვრთნელად უნაი ემერის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.
კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწერა, რომ კონტრაქტი 48 წლის სპეციალისტთან სამი წლით გაფორმდა. ემერიმ შეცვალა ხავიერ კალიეხო, რომელიც პოსტიდან სამი დღის წინ დაითხოვეს.
უნაი ემერის ბოლო კლუბი იყო ლონდონის „არსენალი“, საიდანაც გასული წელს გაანთავისუფლეს. მას კარიერაში კიდევ სამი ესპანური კლუბი გაუწვრთნია – „ვალენსია“, „ალმერია“ და „სევილია“. ამ უკანასკნელთან ერთად, მწვრთნელმა ზედიზედ სამჯერ მოიგო ევროპის ლიგა.
„ვილიარეალმა“ პრიმერას წლევანდელ გათამაშებაში მეხუთე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგაზე გავიდა.