უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ურუგვაი  მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს #1TVSPORT
უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ურუგვაი მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს #1TVSPORT

საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ტურნირზე ურუგვაელი თანატოლები ანგარიშით 20:8 დაამარცხა.

სამხრეთამერიკელები პირველივე ნახევარში არასპორტული თამაშისთვის წითელი ბარათით დაისაჯნენ და მატჩის ძირითადი მონაკვეთი კაცნაკლულებმა ჩაატარეს. მე-9 წუთზე ლელოების ანგარიში გიორგი მაისურაძემ გახსნა და ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ დააწინაურა. ტაიმის მიწურულს, 39-ე წუთზე თავი თორნიკე კახოიძემ გამოიჩინა და საქართველო შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ნახევრის პირველი ლელო 54-ე წუთზე რატი ზაზაძემ მიითვალა და გუნდს კომფორტული, 17-ქულიანი უპირატესობა მოუტანა. დარჩენილ დროში ორივე გუნდი ბევრს სცოდავდა დისციპლინაში და მატჩის მთავარმა არბიტრმა ორ ქართველ მორაგბეს უჩვენა ყვითელი ბარათი. ურუგვაელებმა აღდგენილი რიცხობრივი თანაფარდობით ისარგებლეს და ერთი ლელო გაქვითეს, თუმცა მეტი შედეგიანი იერიში მაყურებელს აღარ უხილავს და საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრებმა დაპირისპირება 12-ქულიანი სხვაობით მოიგო – 20:8.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა სამივე მატჩი (სამხრეთ აფრიკა, ურუგვაი, არგენტინა) დათმო და ურუგვაისთან დასკვნით მატჩში მოპოვებული გამარჯვებით ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.

დატოვე კომენტარი