უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის საელჩო კიევიდან ლვოვში გადადის
უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის საელჩო კიევიდან ლვოვში გადადის

უკრაინაში აშშ-ის საელჩო კიევიდან ლვოვში გადადის, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ აშშ-ის დიპლომატიური სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, გადაადგილების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სასწრაფოდ, უსაფრთხოების შეფასების ცვლილების საპასუხოდ.

„გადაადგილება ახლა, კვირას მიმდინარეობს. ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, საელჩოს გუნდი დაბრუნდება კიევში, როგორც კი უსაფრთხოების ვითარება საშუალებას მისცემს. ლვოვში იმუშავებს საელჩოს მთავარი გუნდი, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ა.შ.“, – აცხადებს დიპლომატიური წყარო.

გავრცელებული ინფორმაციით, ლვოვში ასევე გადადის საქმეთა დროებითი რწმუნებული კრისტინა ქუინი.