უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილ თავმჯდომარეს, ანდრეი პარუბის დღეს დაკრძალავენ
ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილ თავმჯდომარეს, „ევროპული სოლიდარობის“ პარტიის სახალხო დეპუტატს, ანდრეი პარუბის ემშვიდობებიან.
„უკრაინსკაია პრავდის“ ინფორმაციით, პარუბის ნათესავებმა, კოლეგებმა, პარტიის წევრებმა, მეგობრებმა და ლვოვის მცხოვრებლებმა წმინდა გიორგის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე შეკრება დილიდან დაიწყეს.
პოლიტიკოსს დღეს ლვოვში, ლიჩაკოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.