ლვოვში თავდასხმისას მოკლულია უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარე ანდრეი პარუბი
უკრაინული მედიის ცნობით, ლვოვში თავდასხმისას მოკლულია უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარე ანდრეი პარუბი.
სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ დღეს, შუადღისას პოლიციაში შევიდა შეტყობინება სროლის შესახებ ქალაქის სახოვის რაიონში. მათივე ინფორმაციით, მიღებული ჭრილობების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციაში განაცხადეს, რომ ეს არის ცნობილი „საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე, 1971 წელს დაბადებული“.
„სამართალდამცველები იღებენ ყველა ზომას თავდასხმის და მისი ადგილსამყოფელის დასადგენად. ყველა დეტალი გასაჯაროვდება იმგვარად და იმ მოცულობით, როგორც განსაზღვრულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ანდრეი პარუბის გარდაცვალება დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან სამძიმარი გამოუცხადა პარუბის ოჯახსა და ახლობლებს.
„გამოძიებაში ყველა საჭირო ძალა და საშუალებაა ჩართული“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.