უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ პირველ ოქტომბერს რუსეთის სმოლენსკის ავიაქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ადასტურებს, რომ პირველ ოქტომბერს რუსეთის სმოლენსკის ავიაქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა.
იერიშის სამიზნე X-59-ს ტიპის რაკეტების მწარმოებელი ქარხანა იყო. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, ოთხიდან სამი დრონი სამიზნეს მოხვდა, დარტყმების შედეგად სხვადასხვა მოდიფიკაციის Х-59-ის ტიპის რაკეტების წარმოების პროცესი დაირღვა.
Х-59-ის რაკეტის მოქმედების რადიუსი 280 კილომეტრია. ურაინული მხარის ცნობით, აღნიშნული ტიპის რაკეტა ერთ-ერთია, რომელსაც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმისთვის იყენებენ.
შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს სმოლენსკსა და სოჭზე დრონებით იერიში განხორციელდა.