უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის მცხოვრებლებს მოუწოდებს, რუსების ბაზებისა და მათი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის მცხოვრებლებს მოუწოდებს, რუსების ბაზებისა და მათი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის მცხოვრებლებს მოუწოდებს, მიაწოდონ დეტალები და ინფორმაცია რუსული შეიარაღებული ძალების ბაზებისა და გადაადგილების შესახებ.  ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„საოკუპაციო ძალების განლაგების ადგილების ზუსტი მდებარეობა და საცხოვრებელი მისამართები, (სასურველია გეოგრაფიული კოორდინატებით), ისევე, როგორც მაღალი რანგის ოფიცრების საცხოვრებლის დეტალები“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო ასევე თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, მიაწოდონ სამხედრო აღჭურვილობის გადაადგილების ლოკაციები, მარშრუტები და მტრის მხარეს გადასული ადგილობრივების შესახებ ზუსტი მონაცემები.