უკრაინის შსს – აღდგომის დღესასწაულზე შეზღუდვა 130 000-მა ადამიანმა არ გაითვალისწინა და ტაძრებში მივიდა

12:40, 19.04.2020

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღდგომის დღესასწაულზე შეზღუდვა 130 000-მა ადამიანმა არ გაითვალისწინა და ტაძრებში მივიდა. განცხადება უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურში გააკეთეს.

ამასთან, სამართალდამცველებმა მხოლოდ 19 ადამიანი დააჯარიმეს.

როგორც პოლიციაში განაცხადეს, სააღდგომო მსახურება უკრაინაში, საერთო ჯამში, 13 000-ზე მეტ ტაძარში ჩატარდა.

აღდგომის ღამეს კარანტინის წესების დაცვას 26 000-ზე მეტი პოლიციელი უზრუნველყოფდა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ აღდგომის დღესასწაულამდე განაცხადა, რომ თუ სააღდგომო მსახურებას ბევრი ადამიანი დასწრებოდა, მაშინ „კოვიდ-19“-ის შემთხვევები მოიმატებდა.

მსგავსი