უკრაინის შსს - აღდგომის დღესასწაულზე შეზღუდვა 130 000-მა ადამიანმა არ გაითვალისწინა და ტაძრებში მივიდა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღდგომის დღესასწაულზე შეზღუდვა 130 000-მა ადამიანმა არ გაითვალისწინა და ტაძრებში მივიდა. განცხადება უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურში გააკეთეს.
ამასთან, სამართალდამცველებმა მხოლოდ 19 ადამიანი დააჯარიმეს.
როგორც პოლიციაში განაცხადეს, სააღდგომო მსახურება უკრაინაში, საერთო ჯამში, 13 000-ზე მეტ ტაძარში ჩატარდა.
აღდგომის ღამეს კარანტინის წესების დაცვას 26 000-ზე მეტი პოლიციელი უზრუნველყოფდა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ აღდგომის დღესასწაულამდე განაცხადა, რომ თუ სააღდგომო მსახურებას ბევრი ადამიანი დასწრებოდა, მაშინ „კოვიდ-19“-ის შემთხვევები მოიმატებდა.