ვლადიმერ პუტინი – ამერიკელ მომლაპარაკებლებს მოვუწოდებ, გაარკვიონ, ევროპულ სახელმწიფოებს მშვიდობა სურთ თუ ომი?

17:39, 12.11.2026

მოვუწოდებ ამერიკელ მომლაპარაკებლებს, გაარკვიონ, ევროპულ სახელმწიფოებს მშვიდობა სურთ თუ ომი? – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრისას.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთს უკრაინაში ხანგრძლივი და მყარი მშვიდობის დამყარება სურს.

„ჩვენ ძალიან გვსურს, ძვირფასო ბატონებო, თქვენ, ასევე ამერიკის ადმინისტრაციამ იმუშაოთ ევროპელ მრჩევლებთან, რათა საბოლოოდ გადაწყვიტონ, რა სურთ – ომი თუ მშვიდობა?“ – განაცხადა პუტინმა და დასძინა: „რაც შეეხება მშვიდობის ხანგრძლივობას, მის მდგრადობასა და საიმედოობას, ჩვენც გვსურს, ეს მარადიული მშვიდობა იყოს“.

ცნობისთვის, კრემლში შეხვედრა აბუ დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ მიმდინარეობს, რომელშიც შეერთებული შტატების, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მონაწილეობდნენ. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტერიტორიებთან დაკავშირებული უთანხმოებაა.

მსგავსი