დონალდ ტრამპი – ირანთან შეთანხმება არ გვჭირდება, მთელი ყურადღება დემოკრატების მიერ მართულ შტატებში კორუფციის აღმოფხვრაზე უნდა იყოს მიმართული
ირანთან შეთანხმება არ გვჭირდება, მთელი ყურადღება დემოკრატების მიერ მართულ შტატებში კორუფციის აღმოფხვრაზე უნდა იყოს მიმართული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დემოკრატები მილიარდობით დოლარს იპარავენ და კორუფცია მათ სისხლშია.
„ვიცე-პრეზიდენტ ვენსს ვთხოვე, მთელი თავისი ყურადღება მიმართოს იმ მასშტაბური კორუფციისა და დანაშაულისკენ, რაც აშშ-ის იმ ქალაქებსა და შტატებში ხდება, რომლებსაც დემოკრატები მართავენ. „ლურჯი შტატები“ – მაგალითად, მინესოტა, კალიფორნია, ილინოისი და მრავალი სხვა ცუდად იმართება; ისინი კორუფციით გაჟღენთილი კატასტროფული მდგომარეობის მაგალითებია. ყოველთვიურად მილიარდობით დოლარი იპარება. ამ მასშტაბური კრიმინალური საქმიანობის აღკვეთის შემთხვევაში, ჩვენი ბიუჯეტის დაბალანსება სწრაფად იქნებოდა შესაძლებელი. კორუფცია დემოკრატი ლიდერების სისხლშია. ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება. ის დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ჩვენ ხელში გვაქვს მათი ფული, ასობით მილიარდი დოლარი და ასევე, მათი სრუტე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.