უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური - სააკაშვილის შვილს აეროპორტში არც ერთი ახლო ნათესავი არ დახვედრია
უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური - სააკაშვილის შვილს აეროპორტში  არც ერთი ახლო ნათესავი არ დახვედრია

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის განცხადებას, რომ მისი შვილი ბორისპოლის აეროპორტში გაუჩინარდა, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გამოეხმაურა.

ოლეგ სლობოდიანი ამბობს, რომ აეროპორტში თბილისიდან ჩასულ არასრულწლოვანს, არც ერთი ახლო ნათესავი ან უფლებამოსილი სხვა პიროვნება არ დახვედრია. სლობოდიანის თქმით, არასრულწლოვანის მამის მისვლის შემდეგ, მესაზღვრემ საზღვრის კვეთის ფაქტი გააფორმა და მგზავრი მამას გადასცა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შვილი უკვე გადასცეს.

დატოვე კომენტარი