მიხეილ სააკაშვილი - როგორც იქნა, დამიბრუნეს ჩემი შვილი
მიხეილ სააკაშვილი - როგორც იქნა, დამიბრუნეს ჩემი შვილი

მიხეილ სააკაშვილს ბორისოპოლის აეროპორტში შვილი ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მიუყვანეს.

“საბოლოოდ გადმომცეს, თითქოს არასრულწლოვანი კი არა, ამანათი ყოფილიყო. ვიდრე იქ ვიყავი, სხვა მგზავრებისგან კანონის დარღვევის არაერთ შემთხვევაზე მოვისმინე ამბავი. ეს უკანონობა, რომ მხოლოდ მე შემხებოდა, ასე საჯაროდ არ გამოვიდოდი”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში.

ცოტა ხნის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ბორისპოლის აეროპოტში განაცხადა, რომ აეროპორტში მისი 11 წლის შვილი მესაზღვრეებმა წაიყვანეს.