მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი 11 წლის შვილი ბორისპოლის აეროპორტში გაუჩინარდა
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი 11 წლის შვილი ბორისპოლის აეროპორტში გაუჩინარდა

დამიბრუნეთ ჩემი შვილი, 40 წუთია ის სადღაც გაქრა, მესაზღვრეებმა წაიყვანეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ბორისოპოლის აეროპორტში განაცხადა.

“ის არასრულწლოვანია, მხოლოდ 11 წლისაა, მე ვეკითხები პოროშენკოს, სად არის ჩემი შვილი. დამიბრუნეთ სწრაფად და ჩვენს ხალხთან კონტაქტს მოერიდეთ”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ ინფორმაცია არ აქვს არც აეროპორტის ადმინისტრაციას. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილთან ერთად იმყოფება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელიც.