უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ანექსირებულ ყირიმში ბელბეკის აეროდრომი დაბომბეს, რუსული მხარე კი აცხადებს, რომ ყირიმის მიმართულებით გაშვებული 20 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ანექსირებულ ყირიმში ბელბეკის აეროდრომი დაბომბეს, რუსული მხარე კი აცხადებს, რომ ყირიმის მიმართულებით გაშვებული 20 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის საჰარეო ძალებმა ანექსირებულ ყირიმში ბელბეკის აეროდრომი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ უკრაინის საჰაერო ძალების სარდალზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა სამხედროებს ოპერაციის შესრულებისთვის.

„უკრაინელი ავიატორები აუცილებლად დაბრუნდებიან თავიანთ აეროდრომზე“, – წერს ოლეშჩუკი.

რუსული მხარე კი აცხადებს, რომ რუსეთმა ანექსირებული ყირიმის მიმართულებით გაშვებული 20 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტების ფრაგმენტები ბელბეკის აეროდრომთან ახლოს ჩამოვარდა, თუმცა საავიაცო აღჭურვილობას ზიანი არ მიუღია.