უკრაინის საელჩოში აცხადებენ, რომ დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
უკრაინის საელჩოში აცხადებენ, რომ დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასანოვმა განაცხადა.

„დღეიდან მე ვასრულებ საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ფუნქციებს. როგორც ცნობილია თქვენთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიწვია უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის. ამის მიზეზს წარმოადგენდა ორი საკვანძო საბაბი. პირველი არის საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც უკავშირდება სანქციებს, რომელიც იყო დაწესებული რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით. მეორე მიზეზი, ეს არის გადაწყვეტილების არმიღება, რომელიც უკავშირდება მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში ჩვენი ჯარის დასახმარებლად. არსებობს ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ კონსულტაციების დროს“, – განაცხადა კასანოვმა.

უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. „დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.