უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია

15:24, 01.03.2022

უკრაინა სასწრაფოდ გაიწვევს თავიანთ ელჩებს საქართველოდან და ყირგიზეთიდან. ამის შესახებ ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენს დიპლომატებს, ისინი ახლა რეალიზებას ახდენენ სავსებით სამართლიან და საჭირო გადაწყვეტილებებს იმ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, რომლებმაც უღალატეს თავიანთ სიტყვას და საერთაშორისო სამართალს. დაუყოვნებლივ ვიწვევთ ყირგიზეთიდან კონსულტაციისთვის ელჩს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამართლებისთვის. ასევე, დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი