უკრაინის რადამ ალექსანდრ ტკაჩენკოს კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა
უკრაინის რადამ ალექსანდრ ტკაჩენკოს კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის რადამ ალექსანდრ ტკაჩენკოს კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. უკრაინული მედიის ცნობით, მის გადაყენებას 321-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

როგორც დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ტელეგრამარხში წერს, ახალი მინისტრის დანიშვნის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, არ იქნება.

20 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრს კულტურის მინისტრის, ალექსანდრ ტკაჩენკოს გათავისუფლების წინადადებით მიმართა, რის შემდეგაც ტკაჩენკომ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

უკრაინული მედიის ცნობით, ტკაჩენკოს თანამდებობიდან გათავისუფლება კულტურის სამინისტროს ხარჯებს უკავშირდება. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ომის დროს სახელმწიფო რესურსის მაქსიმუმი თავდაცვაზე უნდა იხარჯებოდეს.

„მუზეუმები, კულტურული ცენტრები, სიმბოლოები, სერიალები – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, თუმცა ახლა სხვა პრიორიტეტებია. იპოვეთ არასაბიუჯეტო სახსრები, არასახელმწიფო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე ალექსანდრ ტკაჩენკომ მიზანშეწონილი უწოდა ომის დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჰოლოდომორის ეროვნული მუზეუმის მშენებლობისთვის 500 მილიონზე მეტი გრივნის დახარჯვას. კულტურის სამინისტრომ ასევე გამოყო 448 მილიონი გრივნა სატელევიზიო ფილმების გადაღებაზე.