უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, გამცდენი დეპუტატები ხელფასს ვერ მიიღებენ
უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, გამცდენი დეპუტატები ხელფასს ვერ მიიღებენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უმაღლესი რადას დეპუტატების კენჭისყრებისა და კომიტეტების სხდომების გაცდენისთვის ხელფასების დაკავებას ითვალისწინებს. ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი რადას ვებპორტალზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, ახალი კანონის თანახმად, თუ დეპუტატი კალენდარული თვის განმავლობაში პლენარულ სესიებზე 30 პროცენტზე მეტ კენჭისყრაში ან კომიტეტების 50 პროცენტზე მეტ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, მას შესაბამის კალენდარულ თვეში სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები არ უნაზღაურდება. კანონი ძალაში შედის მისი გამოქვეყნების შემდგომი თვის პირველი რიცხვიდან.

გაცდენებისთვის დეპუტატებისთვის ხელფასების დაკავების შესახებ კანონი რადამ 16 ოქტომბერს დაამტკიცა.