უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი – ომის მეორე ფაზა დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის, ის ძალიან ძლიერი გვყავს

01:55, 19.04.2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის მეორე ფაზა დაიწყო, თუმცა, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყველაფერი საიმედოდ აქვთ. უკრიანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ერმაკმა ტელეგრამ-არხზე დაწერა.

„დონბასი. რუსების შეტევაზე ახლა ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. დაიწყო ომის მეორე ფაზა, თუმცა გეტყვით, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყველაფერი საიმედოდ აქვთ. გჯეროდეთ ჩვენი არმიის, ის ძალიან ძლიერი გვყავს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს.

მსგავსი