უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

​უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან 198-ე დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის არმია, დაზვერვა და უსაფრთხოების სამსახური წარმატებით განაგრძობენ აქტიურ მოქმედებებს რამდენიმე ოპერატიული მიმართულებით.

„ამჟამად შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს და კონტროლი დაამყარეს 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე ხარკოვის ოლქში. რეგიონის სოფლების ნაწილში ტარდება ტერიტორიის შემოწმების ღონისძიებები, თანდათან კონტროლს ვამყარებთ ახალ დასახლებულ პუნქტებზე – ყველგან ვაბრუნებთ უკრაინულ დროშას და ჩვენი ხალხის დაცვას. არ გვავიწყდება სხვა მიმართულებებიც. სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონბასშიც, ჩვენი ქვეყნის სამხრეთ ნაწილშიც. ვთხოვ უკრაინელებს გათავისუფლებული ტერიტორიიდან – გთხოვთ, აცნობეთ ჩვენი ძალების წარმომადგენლებს თქვენთვის ცნობილი ნებისმიერი ინფორმაცია უკრაინულ მიწაზე ოკუპანტების დანაშაულების შესახებ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.