უკრაინის პრემიერი მოუწოდებს მსოფლიოს მოსახლეობას, 9, 10 და 11 მარტს გავიდნენ ქალაქების მოედნებზე და მოითხოვონ უკრაინის ცის დახურვა
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მოუწოდებს მსოფლიოს მოსახლეობას, გავიდნენ თავიანთი ქალაქების მოედნებზე 9, 10 და 11 მარტს და მოითხოვონ უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვა.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„უკრაინელებო და ადამიანებო მთელი მსოფლიოდან, აუცილებელია უკრაინული ქალაქების დაბომბვის შეჩერება. რაკეტებისგან და ბომბებისგან იღუპებიან სამოქალაქო პირები, იღუპებიან ბავშვები. გამოდით ქალაქების მოედნებზე 9, 10, 11 მარტს. აუცილებელია უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვა ან ჩვენი დახმარება, რომ ეს თავად გავაკეთოთ“, – წერს დენის შმიგალი.