უკრაინის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო [ფოტო]
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო [ფოტო]

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა დელეგაციასთან ერთად, გმირთა მოედანს ეწვია და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

შეგახსენებთ,  უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი თბილისს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. დენის შმიგალი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 4 ივნისამდე გაგრძელდება.