ილია მეორე უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ილია მეორე უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.

„შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა და მათი გაღრმავების პერსპექტივის შესახებ.

კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრები დალოცა და მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი