უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას 22 მაისს დატოვებს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას 22 მაისს დატოვებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი გადადგება. ამის შესახებ განცხადება უკრაინის მთავრობის მეთაურმა ვოლოდირიმ გროისმანმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მისი თქმით, ის 22 მაისს დატოვებს პოსტს და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, დღეს გაიმართა უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვლადიმირ ზელენსკიმ თავის გამოსვლაში რადის დათხოვნის შესახებ გააკეთა განცხადება.

დატოვე კომენტარი