უკრაინის ნაკრების ყოფილი მოთამაშე - ბევრი რამ დამოკიდებული იქნება არა სობოსლაის და კვარაცხელიას თამაშზე, არამედ ჩვენების მოტივაციაზე #1TVSPORT
„ჩვენი გუნდის ლიდერების მდგომარეობთ შეშფოთებულები ვართ“, – ამის შესახებ Sport.ua-სთან ინტერვიუში უკრაინის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ოლეჰ კრასნოპეროვმა განაცხადა. მან არ დამალა, რომ ეროვნული გუნდის ზოგიერთი ფეხბურთელის უთამაშებლობა აშინებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრები ჯგუფში საქართველოსთან ერთად მოხვდა.
„ვფიქრობ, უკრაინელებს როგორც წილისყრით, ასევე განრიგით გაუმართლათ. ჩვენს მეტოქეებს შორის ტოპდონის გუნდები არ არიან და ის ფაქტი, რომ ორი გასვლითი მატჩით ვიწყებთ, არ უნდა იყოს შემაშფოთებელი. ჩვენს გუნდს ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავს.
მნიშვნელოვანი იქნება არა მეტოქეების თამაშზე მორგება, არამედ საკუთარი „კოზირების“ დემონსტრირება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება არა უნგრელი და ქართველი ლიდერების, შესაბამისად, სობოსლაის და კვარაცხელიას გამოსვლაზე, არამედ უკრაინელების მოტივაციაზე.
თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამჟამად ძალიან შეშფოთებულები ვართ პსჟ-ის ილია ზაბარნის და „ბენფიკაში“ გეორგი სუდაკოვის მდგომარეობის გაუარესებით, ასევე, „რომაში“ არტემ დოვბიკის ტრავმით. თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს დროებითი სირთულეებია და შემოდგომაზე ერთა ლიგის მატჩებამდე ყველაფრის გამოსწორება მაინც შეიძლება“, – თქვა ოლეჰ კრასნოპეროვმა.