უკრაინის ნაკრების მწვრთნელი ბრაზილიელების ნატურალიზაციაზე - მე არ შემიძლია მათი დამატება, რადგან კონტრაქტი სამ თვეში მეწურება #1TVSPORT
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელების, პედრინოსა და პედრო ენრიკეს შესაძლო ნატურალიზაციასთან გავრცელებულ ხმებზე ისაუბრა. ამავე დროს არ გამორიცხა, რომ სექტემბრამდე, როდესაც ერთა ლიგის თამაშები დაიწყება, ეროვნული გუნდი დატოვოს.
„თუ ფეხბურთელს აქვს უკრაინული პასპორტი, მაშინ შემიძლია, განვიხილო ის, როგორც ეროვნული ნაკრების პოტენციური მოთამაშე. თუმცა არ ვიცი, ვინმეს თუ სურს მათი ნატურალიზაცია. მე ეს არ შემიძლია, მით უმეტეს, რომ კონტრაქტი სამ თვეში მიმთავრდება და არ ვიცი, სად აღმოვჩნდები. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ნაკრებში ვინმეს დამატება მინდა.
არსებობს საამისოდ ფიფა-ს რეგულაციები, რომელიც ხუთწლიან პერიოდს ითვალისწინებს – ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთელი უკრაინაში უნდა თამაშობდეს.
არ მგონია, რომ პედრინიო ან პედრო ენრიკე უკრაინში ხუთ წელზე მეტხანს ითამაშებენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს იდეა ფეხბურთელისგან მოდიოდეს“, – თქვა რებროვმა.