უკრაინის მმართველი პარტია პეტრო პოროშენკოზე ჯო ბაიდენის გავლენის შესასწავლად საპარლამენტო გამოძების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა
უკრაინის მმართველი პარტია უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზე ჯო ბაიდენის გავლენის შესასწავლად საპარლამენტო გამოძების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.
„კოლეგებთან ერთად, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ დროებით საგამოძიებო კომისიას და დავიწყებთ იმ ფაქტების გამოძიებას, რომლიც იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა რადას სხდომაზე უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსანდრ კაჩურამ.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტ პეტრო პოროშნეკოზე აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შესაძლო გავლენის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე რეაგირება უკრაინის პროკურატურამ უნდა მოახდინოს.
უკრაინელმა დეპუტატმა, ანდრეი დერკაჩმა ქვეყნის გენერალურ პროკურატურას აუდიოჩანაწერები გადასცა. როგორც უკრაინული მედია წერს, სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერებში სავარაუდოდ ისმის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ასევე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ხმა. უკრაინელი დეპუტატი ამტკიცებს, რომ „ეს საუბრები ადასტურებს საერთაშორისო კორუფციის ფაქტებს და სახელმწიფო ღალატს უმაღლეს დონეზე“. მისივე თქმით, აღნიშნული საუბრები 2015-2016 წლებში მიმდინარეობდა. დეპუტატი ამბობს, რომ ჩანაწერები გამომძიებელი ჟურნალისტებისგან მიიღო.
მედიის ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ დეპუტატ ანდრეი დერკაჩის მიმართვის საფუძველზე გამოძიება სახელმწიფო ღალატისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.