უკრაინის მიერ ევროვიზიის კონკურსიდან მოხსნილი მომღერლის, მარუვის ​მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა
უკრაინის მიერ ევროვიზიის კონკურსიდან მოხსნილი მომღერლის, მარუვის ​მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა

ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის გულშემატკივრებმა და უკრაინელმა ფანებმა პეტიცია შეადგინეს.

პეტიციის ავტორები მიმართავენ ევროპის მაუწყებელთა კავშირს, ჩაერიოს უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებაში და ყურადღება მიაქციონ გამარჯვებულ მომღერალს, რომელიც ტელეკომპანიის გადაწყვეტილებით, დისკვალიფიცირებულია.

შექმნიდან ორ საათში პეტიციას ხელი 2623 ადამიანმა მოაწერა. ჯამში მისი განხილვისთვის 5000 ხმა არის საჭირო.

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, შიდაშესარჩევ კონკურსში მიღებული უმაღლესი ქულების მიუხედავად, ქვეყანას ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მომღერალი მარუვი არ წარადგენს. ოფიციალურ მიზეზად 27 წლის მომღერლის რუსეთში დაგეგმილი ტურნე დასახელდა.