უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ვიქტორ მედვედჩუკსა და მის ცოლს სანქციები დაუწესა
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ვიქტორ მედვედჩუკსა და მის ცოლს სანქციები დაუწესა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ პოლიტიკოსს, ვიქტორ მედვედჩუკსა და მის ცოლს სანქციები დაუწესა.

მედვედჩუკი ოპოზიციური პლატფორმის „სიცოცხლისთვის“ სახალხო დეპუტატია.

როგორც საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, დეპუტატსა და მის მეუღლეს სანქციები ტერორიზმის დაფინანსებისთვის დაუწესდა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები სულ რვა პირსა და 19 კომპანიას სამი წლით დაუწესა. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა. „შავ სიაში“ უკრაინის სამი და რუსეთის ხუთი მოქალაქეა. სანქციები ქონების დაყადაღებასა და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, 2 თებერვალს უკრაინამ სანქციები დაუწესა მედვედჩუკის უახლოეს მოკავშირეს, ტარას კოზაკის და მის მფლობელობაში არსებულ ტელეკომპანიებს.

ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია. აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ ის მონაწილეობდა რუსეთსა და უკრაინაში დაპატიმრებულთა გაცვლის ორგანიზებაში.

დატოვე კომენტარი