უკრაინის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა
უკრაინის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა

საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა.

მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ელჩი საგარეო უწყებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს.

საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის განცხადებები ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს, მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას.

„ნამდვილად ვიქნები ბრძოლის წინა ხაზზე“,- განაცხადა სააკაშვილმა.