უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 11 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 11 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 11 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 457 ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 872 785 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 37 758 პაციენტი.