უკრაინაში კორონავირუსის 19 893 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 433 პაციენტი
გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში კორონავირუსის 19 893 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 433 ადამიანი. ეს პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებლებია. შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკვე სამი დღეა, ზედიზედ უკრაინაში რეკორდულად მაღალია კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი. სულ „კოვიდ-19“-ს ემსხვერპლა 33 679 ადამიანი.
უკრაინაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 711 ათასზე მეტი შემთხვევა, აქედან მილიონ 333 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.