უკრაინაში კორონავირუსის 15 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 481 ინფიცირებული
უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 415 შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსის შედეგად ქვეყანაში 481 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან მაქსიმალური მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 11 472 პაციენტი.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში უკრაინაში ჰოსპიტალიზებულია კოვიდინფიცირებულების რეკორდული რაოდენობა – 5 587 პაციენტი.
უკრაინაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 784 ათასზე მეტი შემთხვევა. აქედან მილიონ 373 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 35 498 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.