უკრაინაში კორონავირუსის 10 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 195 პაციენტი
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რაოდენობას აღემატება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 10 811 ადამიანს დაუდასტურდა, 12 860 ინფიცირებული კი, განიკურნა. კორონავირუსის შედეგად, 195 პაციენტი გარდაიცვალა.
შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 520 ბავშვი და 512 მედიკოსია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 832 758 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 436 564 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 13 928 კი გარდაიცვალა.