უკრაინაში კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს – ცენტრალური მცველი გიორგი გადრანი და მარცხენა ფლანგის მოთამაშე ლუკა კობერიძე.
ორივე მათგანი უკრაინის პირველი ლიგის გუნდში, მალონოვკას „ვპკ აგროში“ გადავიდა, რომელიც დნეპროპეტროვსკსი ოლქის სოფლის გუნდია, მაგრამ მდიდარი მეპატრონე ჰყავს და უკრაინულ პირველ ლიგაში (რანგით მეორე ლიგაა) თამაშობს.
გიორგი გადრანი 26 წლის ცენტრალური მცველია. ის უკრაინაში 2014/2017 წლებშიც თამაშობდა და ოდესის „ჩენრნომორეცის“ ღირსებას იცავდა. გიორგი გასულ სეზონში ქობულეთის „შუქურაში თამაშობდა. ამ ქვეყანაში გამოსვლის უფრო დიდი გამოცდილება ლუკა კობერიძეს აქვს, რომელიც 2015-2019 წლებში ჯერ ჩერნიჰივის „დესნაში“ თამაშობდა, შემდეგ – ხარკოვის „მეტალისტი 1925“-ში. ბოლო სეზონი ლუკამ თბილისის „შევარდენში“ გაატარა.
ორივე მათგანმა თურქულ შეკრებაზე ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, მეორე ტაიმში შეცვალეს. შეგახსენებთ, რომ „შუქურამ“ უკრაინული გუნდი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.