უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლ დავით მენაბდიშვილს რუსთავის შესასვლელში მოქალაქეები მუხლმოდრეკილი დახვდნენ​

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით მენაბდიშვილი რუსთავში გადაასვენეს.

მას რუსთავის მცხოვრებლები ქალაქის შემოსასვლელში დროშებით, სანთლებითა და ყვავილებით, მუხლმოდრეკილები დახვდნენ.

აღნიშნული რუსთავის მცხოვრებლებმა სოციალური ქსელით დაგეგმეს.

დავით მენაბდიშვილი რუსთავის სიონში დაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს.