უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 911 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 490 პაციენტი, 228 კი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 6 911 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 14 490 პაციენტი. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით 228 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში უკრაინაში კორონავირუსზე ტესტირება 52 968 პირს ჩაუტარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 090 496 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 761 898 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 357 პაციენტი კი გარდაიცვალა.