უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 257 პაციენტი
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გამოწვეულ დაავადება „კოვიდ-19“-ს 257 პაციენტი ემსხვერპლა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსი კიდევ 13 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 539 ბავშვი და 673 სამედიცინო პერსონალია.
ბოლო დღე-ღამეში ჰოსპიტალში გადაიყვანეს 1 531 ინფიცირებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 583 510-ს მიაღწია. მათგან 266 479 განიკურნა. გარდაიცვალა, საერთო ჯამში, 10 369 ადამიანი.