უკრაინას შესარჩევ მატჩებში ტექნიკური წაგება ემუქრება
უკრაინას შესარჩევ მატჩებში ტექნიკური წაგება ემუქრება

უკრაინის ნაკრებს უეფას მხრიდან სერიოზული სანქციები ელოდება იმის გამო, რომ ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის პირველ ორ მატჩში ნატურალიზებული ბრაზილიელი ჟუნიორ მორაეში ათამაშა.

მაის ფუტბოლის (Mais Futebol) ინფორმაციით, უკრაინას ჩაეთვლება ტექნიკური წაგება პორტუგალიასთან (0:0) და ლუქსემბურგთან (2:1) მატჩებში, რადგან მორაეშმა ნატურალიზაციის დროს, არ შეასრულა ოთხიდან არც ერთი მოთხოვნა:

– ის არ არის დაბადებული უკრაინის ტერიტორიაზე;
– მისი ბიოლოგიური მამა ან დედა არ არიან დაბადებულნი უკრაინის ტერიტორიაზე;
– მისი ბებია ან ბაბუა არ არიან დაბადებულნი უკრაინის ტერიტორიაზე;
– მას არ უცხოვრია უწყვეტად ხუთი წელი უკრაინის ტერიტორიაზე.

მორაეში უკრაინაში 2011 წლიდან თამაშობს, მაგრამ შესვენებებით: 2011 წელს გადავიდა სოფიას ცსკა-ში, 2017 წელს კი ტიანძინში. ქვეყანაში მისი ყოფნის ყველაზე ხანგრძლივი მონაკვეთია ოთხი წელი და შვიდი თვე.