უკრაინა მსოფლიო ჩემპიონატიდან ირანის მოკვეთას ითხოვს #1TVSPORT
უკრაინა მსოფლიო ჩემპიონატიდან ირანის მოკვეთას ითხოვს #1TVSPORT

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფა-ს მიმართა და მსოფლიო ჩემპიონატიდან ირანის ნაკრების მოკვეთა მოითხოვა. უკრაინული მხარე მიზეზად რუსეთის საოკუპაციო ჯარებისთვის თეირანის სამხედრო დახმარებას, აგრეთვე ირანში ადამიანთა უფლებების დარღვევას აპროტესტებს.

როგორც ცნობილია, ირანული წარმოების რაკეტებითა და დრონებით რუსული არმია უკრაინის ტერიტორიას ბომბავს, მათ შორის დასახლებულ პუნქტებსა და სამოქალაქო ობიექტებს.

ირანის ეროვნული გუნდი B ჯგუფშია – აშშ-ის, უელსისა და ინგლისის ნაკრებებთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს იწყება და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.