უხვგოლიანი ტური ლიგა 2-ში - ლიდერებმა უპრობლემოდ მოიგეს #1TVSPORT
უხვგოლიანი ტური ლიგა 2-ში - ლიდერებმა უპრობლემოდ მოიგეს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში გამართული მე-10 ტურის შეხვედრებში ლიდერებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს. თამაშები უხვგოლიანი გამოდგა – 5 მატჩში 19 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ შეხვედრაში 3,8 გოლია.


„კოლხეთი“ (ფოთი) – „ვიტ ჯორჯია“ 2:0


45-ე წუთზე „კოლხეთი“ დავით მეგრელიშვილმა დააწინაურა, ხოლო 76-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ვალერი ოლხოვმა დააფიქსირა. ამ მოგებით „კოლხეთი“ მესამე ადგილზე გადავიდა.


„დინამო 2“ (თბილისი) – „სპაერი“ 3:2


ლიდერთან მატჩში მასპინძლები ლაშა ოდიშარიამ მე-4 წუთზე დააწინაურა. თუმცა პირველი ტაიმი „სპაერმა“ მაინც მოიგო – გოლები რატი ცაცკრიალაშვილმა (12) და დავით ნაჭყებიამ (16) გაიტანეს. მეორე ტაიმში ჯადული იობაშვილმა (51) ანგარიში გაათანაბრა. 76-ე წუთზე „სპაერის“ მოთამაშე გიგა სამხარაძე გააძევეს, „დინამომ“ რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლა – 90-ე წუთზე ზურაბ ერაძემ პენალტი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.


„მერანი“ (თბილისი) – „გარეჯი“ 1:6


ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში „გარეჯმა“ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ საბოლოოდ დამაჯერებალად გაიმარჯვა. საგარეჯოელთაგან გოლები ლევან პაპავამ (32), გიორგი ხარებაშვილმა (52), გურამ ხარებავამ (61, 64) და ბექა გაბისკირიამ (85) გაიტანეს, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში „მერანის“ მოთამაშე ნიკა ხეცურიანმა (69) ჩაჭრა. თბილისელთაგან ერთადერთი გოლი ბექა ქეცბაიას (72) ანგარიშზეა.


„სიონი“ – „ლოკომოტივი“ 3:1


ბოლნისის „სიონმა“ ისევ მოიგო და მეორე ადგილზეა. ბოლნისელთაგან ანგარიში თენგიზ წიქარიძემ (14) გახსნა, ივანე ხაბელაშვილმა კი დუბლი შეასრულა (18, 90+5). „ლოკომოტვიდან“ თავი გიორგი გაბაძემ (66) გამოიჩინა.


„კოლხეთი“ (ხობი) – „მერანი“ (მარტვილი) 1:0


ხობელების დაწინაურება 25-ე წუთზე გიგა წურწუმიას შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა – მარტვილელების მეკარე ლუკა ნანავამ ბოლო სამ მატჩში მეორე პენალტი მოიგერია. 68-ე წუთზე გიგა ამბროლაძემ მაინც მოახერხა გოლის გატანა და „კოლხეთს“ გამარჯვება მოუტანა.